Wednesday, October 27, 2010

ეშმაკსაც წაუღია როგორც საერო ისე საეკლესიო ხელისუფლება

სამსახურს ვერ ვშოულობ! არ მეგონა ასეთი პრობლემა თუ იქნებოდა რაღაც 200 ან 300 ლარიანი სამსახურის შოვნა. არაფერში არ გამომადგა სასულიერო სემინარია აკადემიის დიპლომები. ამაოდ მივლია ათი წელიწადი… ვცხოვრობ ჰაერში გამოკიდებული… ეშმაკსაც წაუღია როგორც საერო ისე საეკლესიო ხელისუფლება… სამსახურის მაძიებელი ადამიანი ხომ უნდა იყოს აღრიცხვა ზე სახელმწიფოს მხრიდან და უხდიდეს გარკვეულ ხელფასს, სანამ რაიმე სამუშაო გამოუჩნდება… ყბადაღებული სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდებაო გაიძახიან მავანნი… მსგავს რამეზე ნაკლებად ფიქრობენ! შეურცხვეს მაგათ ნისკარტი!!! ოპოზიციაო, ესაო ისაო არასამთავრობო ორგანიზაციებიო და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი ჯანდაბა რამე არსებობს, მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს ღაღადებს. მოკლედ ეს ორგანიზაციები თანხის მოზიდვით არიან დაკავებულნი და თქვლეფა-თქვლეფით გაყავთ ჟამი… აფიორაზეა გადასული ეს მოდგა: ყველა ყველას წინააღმდეგ… ცოტა ამოვისუნთქე… გული მოვიფხანე… თუმცა ამით არაფერი ეშველება ჩემნაირ ხალხს…